ტარაქტი თუ დივერსია – განსხვავებული პოზიციები სუს-ის ცნობაზე

საქართველოში ტეროტისტული აქტი აღკვეთეს – დაკავებულია 7 პირი.

ბრალდება ყველა მათგანისთვის ითხოვს პატიმრობას. თავად დაკავებულთა ახლობლები მათ ტერორიზმთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ.

მათი ინფორმაციით, დაკავებულების გარშემო, ბოლო პერიოდში საეჭვო მოქმედებებს ჰქონდა ადგილი. კონკრეტულად, მათ უთვალთვალებდნენ და ადგილი გარკვეულ მუქარასაც ჰქონდა. დაკავების აბსურდულობაზე საუბრობენ პატრულის დაკავევუბული თანამშრომლის ლევან მამფორიას ახლობლებიც. ისინი აცხადებენ, რომ მისი დაკავება მის არასამუშაო დღეს მოხდა.

სამხედრო ექსპერტი სუს-ში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან

“იაფფასიანი პოლიტიკური ხრიკი,”- ასე ეხმაურება სამხედრო ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთებულ განცხადებას ქვეყანაში ტერაქტის აღკვეთის საქმესთან დაკავშირებით. ხარშილაძე ფიქრობს, რომ გამოძიება არასერიოზულად მიმდინარეობს. კიდევ ერთ სამხედრო ექსპერტს ზურაბ აგლაძეს მიაჩნია, რომ სუს-ში გაკეთებულმა განცხადებამ შესაძლოა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ცუდი ზეგავლენა მოახდინოს.

“სირცხვილია” – თინა ხიდაშელი სუს-ს აკრიტიკებს

„სირცხვილია“ – ყოფილი თავდაცვის მინისტრი სუს-ს აკრიტიკებს. თინა ხიდაშელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

„ის რაც აქ წერია, ნიშნავს რომ ეჭვი აქვს სუს-ს საქართველოში ტერაქტს უკრაინად გვიწყობდნენო და იქნებ დაფიქრდეთ ხოლმე სანამ განცხადებას გააკეთებთ. ნაცმოძრაობაზე და მიშაზე თუ გაქვთ ეჭვი, მიშა აწყობდა თუ არა ამას ვარკვევთო და არა უკრაინა. სირცხვილა! გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია“ – წერს თინა ხიდაშელი.

“ოცნებაში” ფიქრობენ, რომ ტერორისტებს კავშირი უკრაინასთან აქვთ

სუს-მა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა, ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ტერორისტი უკრაინაში ხშირად ჩადიოდა. ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ გამოძიებამ დამატებითი ინფორმაცია უნდა მოიპოვოს. ტერორისტისა და უკრაინის კავშირზე საუბრობს გია ვოლსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button