ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა

NBA-ს ALL STAR-ის გამოკითხვაში, “გოლდენ სტეიტის” ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ გულშემატკივრებისგან 1 528 941 ხმა მიიღო.

ამ მაჩვენებლით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, დასავლეთის კონფერენციაში, ფორვარდებში მეორე, მთლიანობაში მეხუთე ადგილი დაიკავა. მას მედიამ და კალათბურთელებმა მხარი არ დაუჭირეს და ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა.

ALL STAR-ის სასტარტო ხუთეულები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთი: კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრომ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი;

დასავლეთი: ჯეიმს ჰარდენი სტეფ კარი კევინ დურანტი კავაი ლეონარდი ენტონი დევისი

ზაზა ფაჩულიას, “ყველა ვარსკვლავის” თამაშში მოხვედრის თეორიული შანსი მაინც აქვს. სათადარიგო 7-7 კალათბურთელს გუნდების მწვრთნელები დაასახელებენ. დასავლეთელების თავკაცი კი “გოლდენ სტეიტის” მთავარი მწვრთნელი, სტივ კერია. სათადარიგოები 26 იანვრამდე დასახელდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button