მნიშვნელოვანისაქართველო

ზაზა სარალიძე არ შეუშვეს “ქართული ოცნების” ოფისში

ზაზა სარალიძეს “ქართული ოცნების” ოფისში შესვლის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

„მაცნობეს, რომ ბატონ კალაძეს გაუკეთებია განცხადება – “ნაციონალების” მიერ არის მოწყობილი პროვოკაციაო. უნამუსობაა ეს. ამდენი შვილის მამაა, უნამუსოდ რატომ იქცევა და ასე უნამუსო განაცხადებს რატომ აკეთებს, ვერ ვხვდები. არ მაქვს მე ჩემი მოკლული შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნის უფლება? რა შუაშია აქ „ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტები“ და „გირჩი“. ნებისმიერთან მივალ დასახმარებლად, ფაქტია მიკეტავენ გზას. განმარტებას ვერაფერს ვიღებ, რა ბრძანება აქვთ ისიც არ ვიცი. იციან, რომ პოლიციელებს წინააღმდეგობას არ გავუწევ და მიკეტავენ გზას. კეთილი ინებონ მთავარმა პროკურორმა და შს მინისტრმა და მისცენ პასუხისგებაში არა მარტო მკვლელები, არამედ საქმის გამფუჭებელი პროკურორები და ყველა ის პირი, ვინც ოდნავ გაეკარა ჩემი შვილის საქმეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღეს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პარტიის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. თავად ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მედიის წარმომადგებლების კითხვებს რამდენიმე დღეში უპასუხებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button