მნიშვნელოვანისაქართველო

ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციებს 10 სექტემბრიდან განაახლებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, 10 სექტემბრიდან აქციებს აანონსებს.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული დასკვნა შეაფასა.

სარალიძის თქმით, მმართველი გუნდი მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს, ამიტომ უმრავლესობის მიერ მომზადებულ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს და აქციების დაწყებას გეგმავს.

მოკლული მოზარდის მამა არ აკონკრეტებს აქციაზე რა მოთხოვნები ექნება და ამბობს, რომ ეს 10 სექტემბერს გახდება ცნობილი.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა დაამტკიცა.

დასკვნას კომისიის ცხრა წევრმა დაუჭირა მხარი.

“ქართული ოცნების“ დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საგამოძიებო კომისიის დასკვნა ჯერ პარლამენტის ბიუროს წარედგინება და შემდგომ მსჯელობისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button