პროკურატურამ კობა დავითაშვილის ცემის საქმე გახსნილად გამოაცხადა

კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე.

განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს კობა დავითაშვილის ცემას და მოგვიანებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე უკვე დაიკითხნენ ქარსელაძე და კობახიძე და ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

როგორც საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებულ განვხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია 2007 წლის 07 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა განხორციელდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდება ითვალისწინებს 7 დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

კოკა კაციტაძე, პროკურორი_ხმა

ამ თემაზე პირველი კომენტარი უკვე გააკეთა კობა დავითაშვილმა.

კობა დავითაშვილი_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button