მნიშვნელოვანისაქართველო

ზაზა სარალიძე: ჩემს განადგურებას ცდილობს სისტემა და სისტემის მფარველები

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე განცხადებას ავრცელებს.

სარალიძე საკუთარ “ფეისბუქზე” წერს, რომ “მის განადგურებას სისტემა და სისტემის მფარველები ცდილობენ”.

სარალიძის თქმით, ერთადერთი ადამიანი ხელისუფლებიდან, რომელმაც მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, პრეზიდენტი და მისი ოჯახი იყო.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება:

“მივმართავ სრულიად საქართველოს. განურჩევლად პოლიტიკური მოღვაწეობისა. განურჩევლად რელიგიური მრწამსისა. დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტა. მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება. მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული. ნივთმტკიცებები განადგურებულია. თუ მოწმეები და ნივთმტკიცებები აღარ არსებობს რომელ გამოძიებაზეა საუბარი. ეს არის მთავრობის მორიგი მეთოდი, რომ კიდევ მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს. გამოდის,რომ სისტემას მთავრობა მფარველობს. ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი – საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი. მადლობა პრეზიდენტს, მის ოჯახსა და მის ადმინისტრაციას. არცერთი მმართველი გუნდის წარმომადგენელს არ ჰქონდა სურვილი გვერდით დამდგომოდა როგორც ადამიანი. როგორ ვენდო მათ, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩემი მოსმენაც კი”, წერია ზაზა სარალიძის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button