ზაზა ურუშაძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს

ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს. ამის შესახებ რეჟისორმა სოციალური ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
“გავხდი ოფიციალურად ამერიკის კინოაკადემიის წევრი”, – აღნიშნავს რეჟისორი.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ზაზა ურუშაძის “მანდარინებს” ევროპარლამენტსა და გაერო-ში აჩვენებენ.
როგორც ეროვნულ კინოცენტრში განაცხადეს, ევროპარლამენტში ფილმის ჩვენება დღეისთვის არის დაგეგმილი, ორი თვის შემდეგ კი “მანდარინებს” გაერო-შიც ნახავენ.