ზაზას დებიუტი ორმაგი დუბლით

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონი “დალასში” დებიუტი წარმატებული თამაშით გახსნა.

ფაჩულიამ სადებიუტო ოფიციალური მატჩი ჩაატარა – “დალასი” NBA-ს სეზონის პირველი თამაში სტუმრად “ფინიქსს” შეხვდა და ანგარიშით 111:95 (24:22, 30:23, 34:21, 23:29) გაიმარჯვა.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 25 წუთი დაჰყო და მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა. მის ანგარიშზე 10-10 ქულა და მოხსნაა. ზაზამ 10-იდან 2 ორქულიანი და 6-იდან 6 საჯარიმო ჩააგდო, რასაც სამი შედეგიანი პასიც დაუმატა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი მისი ახალი გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო.

მომდევნო მატჩს “დალასი” სტუმრად “ლოს-ანჯელეს კლიპერსთან” ხვალ გამართავს.

31 წლის ზაზა ფაჩულიასთვის მიმდინარე სეზონი მე-13-ა ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, სადაც ქართველი ცენტრი 2003 წლიდან თამაშობს.

“დალას მავერიქსი” ზაზასთვის მე-4 გუნდია, “დალასში” გადასვლამდე ფაჩულია “ორლანდო მეჯიქში”, “ატლანტა ჰოუქსში” და “მილუოკი ბაქსში” თამაშობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button