სპორტი
ზედიზედ მეორე გრანპრი და გალიდერებული ფერსტაპენი

მექსიკაში,ფორმულა 1-ის მრბოლელის,მაქს ფერსტაპენის სრული ტრიუმფი გაიმართა.
24 წლის ნიდერლანდელმა უშეცდომო რბოლა ჩაატარა და მდევარ ლუის ჰემილტონს 19 ქულით გაუსწრო.
სეზონის დასრულებამდე სულ 4 რბოლაა დარჩენილი და ჰოლანდიელის უპირატესობა ამ დროისთვის საკმაოდ სოლიდურია.
“ის დღეს ჩემთვის ზედმეტად სწრაფი იყო”,-თქვა რბოლის შემდეგ მეორე ადგილოსანმა ჰემილტონმა.
შეგახსენებთ,რომ ამ მომენტისთვის 312,5 ქულით პირველ ადგილს ფერსტაპენი ინარჩუნებს. მეორე პოზიცია 293,5 ქულით ჰემილტონს უკავია და მესამე ადგილზე 185 ქულით ვალტერ ბოტასი რჩება.