მნიშვნელოვანიმსოფლიო

ზელენსკი – „ჩვენს სამხედროებთან და დროშასთან ერთად, გათავისუფლებულ რეგიონებში ბრუნდება ცხოვრების ნორმალური რიტმი“

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ უკვე გაათავისუფლა 8 000 კვადრატული კილომეტრი. მათგან 4 000 კვადრატულ კილომეტრზე სტაბილიზაციის ღონისძიებები დასრულდა, ამავე ფართობის ტერიტორიაზე კი ღონისძიებები მიმდინარეობს.

„ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ სიტუაცია ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე. დღეის მდგომარეობით დასრულდა სტაბილიზაციის ღონისძიებები 4 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობის ტერიტორიებზე და სტაბილიზაცია გრძელდება დაახლოებით იმავე ფართობის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ, ასევე, დასძინა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამხედროებთან და დროშასთან ერთად, გათავისუფლებულ რეგიონებში ბრუნდება ცხოვრების ნორმალური რიტმი”.

მსგავსი პოსტები

Back to top button