მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკი უკრაინაში გაეროს გენერალურ მდივანს და თურქეთის პრეზიდენტს მიიწვევს

გაეროს გენერალური მდივანი და თურქეთის პრეზიდენტი 18 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით უკრაინაში ჩავლენ.

“გენერალური მდივანი ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით, ლვოვში ჩავა სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. შემდეგ გენერალური მდივანი ოდესაში გაემგზავრება სადაც ერთ-ერთ იმ პორტს მოინახულებს, რომლებიც შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში გამოიყენება. შაბათ-კვირას ნიუ-იორკში დაბრუნებამდე, გენერალური მდივანი სტამბოლში იქნება, რათა მოინახულოს ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც შეიქმნა ინიციატივის განსახორციელებლად,” – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის სპიკერმა სტეფან დიუჟარიკმა
ამასთან საომარი მოქმედებები ისევ გრძელდება, უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათმა ძალებმა ხერსონის ოლქში, ნოვა კახოვკაში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს.

გავრცელდა ვიდეო, რომელიც სარაკეტო თავდასხმის შედეგებს ასახავს. კადრები, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ გადაიღო.

“ეს არის ის, რაც ჩვენი ქოხიდან დარჩა, ხოლო იქ, შორს, არის ის, რაც სიგნალიზაციისგან დარჩა”.- ამბობს ვიდეოს ავტორი და ნანგრევებზე მიუთითებს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ წინასწარი ინფორმაციით, “ეს არის ვიდეომტკიცებულება “მოწევისა დაუდგენელ ადგილას”, რომელიც ნოვა კახოვკაში მდებარეობს”.

უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსი სამხედროების დანაკარგი 10-15 ჯარისკაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button