ზელენსკიმ ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა
24 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 385 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის 5 671 არასრულწლოვანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში, სლოვაკეთში, პორტუგალიაში, ირანსა და ლიბანში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებებშია მითითებული.
შესაბამისად, საქართველოში უკრაინის ელჩის პოსტი დატოვა იგორ დოლგოვმა. ასევე, სლოვაკეთში უკრაინის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა იური მუშკამ, პორტუგალიაში ინა ოგნივეცმა, ირანში სერგეი ბურდილიაკმა და ლიბანში იგორ ოსტაშმა დაკავებული თანამდებობები დატოვეს.
ცნობისთვის ჩვენი მონაცემების თანახმად, 24 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 385 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის 5 671 არასრულწლოვანი -ამჟამად რჩება მხოლოდ ერთი საკითხი გაურკვეველი, ეს ეხება უკრაინელი ლტოლვილების განთავსებას, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვიმ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გეგმავს ახალი სისტემის შემოღებას, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებებს უზრუნველყოფს. მან იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული და უკრაინის მოქალაქეებს დროულად აცნობებენ ამის შესახებ.
„ჩვენი მონაცემების მიხედვით, 24 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება უკრაინის 20 385 მოქალაქე, მათ შორის 5 671 არასრულწლოვანი. ამ წლის 1-ელი მაისიდან 24 ივნისამდე საქართველოში უკრაინის საელჩოს საკონსულო განყოფილებას მიმართა უკრაინის 2 750 მოქალაქემ. საქართველოს მთავრობასთან, საქართველოში ლტოლვილთა საქმეების გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოსთან კოორდინაციით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პირების ყველანაირი საჭიროება დავაკმაყოფილოთ. ამჟამად რჩება მხოლოდ ერთი საკითხი გაურკვეველი, ეს ეხება უკრაინელი ლტოლვილების განთავსებას.
ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, განაგრძოს უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების მიწოდება და ამისთვის უნდა გამოყოს შემდეგი 7 მილიონი დოლარი, მაგრამ ჩვენთვის მაინც არ არის ცნობილი, როგორ იმოქმედებს დახმარების გაწევის მექანიზმები და რომელი საკონტაქტო პუნქტები იქნება განსაზღვრული სამთავრობო სტრუქტურებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს, საელჩომ მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განიხილება 1-ელი ივლისიდან ახალი სისტემის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს ლტოლვილების საჭიროებებს. იმედი გვაქვს, შესაბამისი გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული და მთავარია, რომ უკრაინის მოქალაქეებს დროულად აცნობებენ ამის შესახებ. იმედი მაქვს, საქართველოში არავინ დარჩება მხარდაჭერის და თავშესაფრის გარეშე“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.