მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, ბურთი ევროკავშირის მხარესაა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი – შარლ მიშელი

ბრიუსელში ევროპელი ლიდერები ახლა უკრაინის განაცხადს განიხილავენ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით

ევროპული კომისიის თავმჯდომარევ, ძვირფასო უკრაინის პრეზიდენტო და პარლამენტის სპიკერო, თქვენი წარმოთქმული სიტყვები ჩვენს სულებს შეეხო და დაგვანახა რამდენად სერიოზულია მდგომარეობა – ის გამოწვევა რომელიც ახლა ევროპაში არსებობს და გადაწყვეტილებები რომლებიც უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ომმა მიაღწია ევროპულ მიწამდე.

მასიური თავდასხმა უკრაინაზე და ეს გაუმართლებელი ომი მხოლოდ ერთი მიზეზით მოხდა, იმიტომ, რომ რუსეთმა ვერ აპატია უკრაინის მოქალაქეებს მაიდანი, როდესაც ისინი იბრძოდნენ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია. ამ თავდასხმით პუტინი თავს დაესხა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საერთაშორისო წესრიგსა და ევროპას – ეს გეოპოლიტიკური ტერორიზმია.

ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, ჩვენ უნდა დავნერგოთ თავისუფლება და დემოკრატია, როგორც მართლწესრიგის საერთაშორისო ნორმა. ჩვენ ვიქნებით კოორდინირებულები გაეროსა და დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან და შევქმნით ომის საწინააღმდეგო კოალიციას. ჩვენ გვაქვს ერთი საერთაშორისო გზავნილი – რუსეთო შეაჩერე ომი, წადი სახლში, დავიწყოთ მოლაპარაკებაა.

ჩვენ ძალიან დიდ ზეწოლას ვახდენთ რუსეთზე და მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, თქვენ, ყველას – ბატონ პრეზიდენტ ზელენსკისა და რადას სპიკერს. ჩვენი მოვალეობაა, რომ ამ ისტორიულ მომენტში დავიჭიროთ სწორი პოზიცია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, იმიტომ რომ რუსეთის ქმედების შედეგი იქნება დამანგრეველი. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მკაცრი სანქციებით ყველას წინააღმდეგ პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების წინააღმდეგ. ჩვენ ზომები უნდა მივიღოთ, რომ ვიმოქმედოთ და პასუხი ვაგებინოთ მათი საქციელისთვის. ჩვენ გამოვრთეთ რუსეთის წამყვანი ბანკები სვიფტის სისტემიდან და რუსეთის ეკონომიკურ სექტორს ვუყენებთ სანქციებს.

ბატონებო და ქალბატონებო ჩვენ გულწრფელები უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით, რადგან ეს სანქციები ზიანს ჩვენც მოგვაყენებს, მაგრამ ჩვენ დავდგებით მყარად ჩვენი ფასეულობების დასაცავად, არ აქვს მნიშვნელობას როგორ ზარალს განვიცდით. კოლეგებო, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას ყველანაირად, ფინანსური რესურსებითაც. ჩვენი წევრი ქვეყნები მონდომებული არიან დაეხმარონ უკრაინელ ხალხს, ჩვენ დავეხმარებით ლტოლვილებს, ომის მსხვერპლებს, ვიქნებით სოლიდარული უკრაინელების მიმართ. ალბათ სოლიდარობა გამოხატულია იმ სამხედრო-თავდაცვითი საშუალებებითაც, რომლებსაც უკრაინას ვაწვდით. დღეს ჩვენ გვინდა, რომ გავააქტიუროთ სამშვიდობო და თავდაცვითი ძალები, რაც ამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის.

ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, რომელიც ოფიციალურად მივიღეთ, მან ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა მოითხოვა, ბურთი ევროკავშირის მხარესაა და ჩვენი ჯერია, რომ ვიმოქმედოთ გადაწყვეტილების მისაღებად. ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ ლეგიტიმურ მოთხოვნაზე და ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი.

ქალბატონებო და ბატონებო, როცა ეს ომი დაიწყო, პუტინმა იფიქრა, რომ ის გატეხდა ევროპულ ერთიანობას და წააწყდებოდა ინერტულობას, სკეპტიციზმსა და სინელეს გადაწყვეტილებების მიღებისას, მაგრამ ის შეცდა. ფიქრობდა, რომ უკრაინას დაიპყრობდა ძალიან სწრაფად და უმტკივნეულოდ, მაგრამ ის შეცდა. ალბათ ფიქრობდა იმასაც, რომ ფატალურ დარტყმას მიაყენებდა ცნებებს – თავისუფლებასა და დემოკრატიას, მაგრამ ის ისევ შეცდა. როგორც თქვა დე გოლმა – ყოველი აგრესორი ფიქრობს, რომ მისი ქმედება მარტივად განხორციელდება, მაგრამ თუ ჩვენ აგრესიას წინ მყარად აღვუდგებით ჩვენ მას დავამარცხებთ. ეს პოზიცია აქვს ზელენსკისაც და ეს პოზიცია უნდა მივიღოთ ჩვენც და ვიმუშაოთ აგრესორის წინააღმდეგ და შევხედოთ პრეზიდენტ ზელენსკის, როგორც ერთიანობის, სიმტკიცისა და სიმამაცის სიმბოლოს.” განაცხადა შარლ მიშელმა სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი პოსტები

Back to top button