მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებების დროს საერთოდ არ განიხილავს ტერმინებს „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარს ამბობს რუსეთთან მოლაპარაკებებზე, თუ ისინი მხოლოდ უკრაინის “დენაციფიკაციის” საკითხს განიხილავენ.

დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან საუბრისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებების დროს საერთოდ არ განიხილავს ტერმინებს „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“.

„საერთოდ არ დავსხდებით მაგიდასთან, თუ სულ რაღაც „დემილიტარიზაციაზე“ ან „დენაზიფიკაციაზე“ ვისაუბრებთ. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი რამ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ დასძინა, წინა შეხვედრა, რომლის დროსაც უკრაინულმა მხარემ რუს კოლეგებს უთხრა, რომ არ გამოეყენებინათ ეს ტერმინები, არ აღმოჩნდა „არსებითი“

ასევე ზელენსკიმ თქვა, რომ ის “არ არის წინააღმდეგი” რუსეთთან მოლაპარაკებების, “ვიდრე შედეგი იქნება” და დასძინა, რომ ის დიალოგის მომხრე იყო ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე დაიწყო ომი.

ასევე უკრაინული მხარე მზადაა, საომარი მოქმედებების დასრულებამდე რუსი სამხედრო ტყვეები უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე გაცვალოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში იუთუბის არხზე განაცხადა.

„სიები დგება, ჩვენმა სამხედროებმა, ვიცი, შეადგინეს სიები, არის ყველა, ვინც ტყვეობაშია, მე არ ვიცი, ყველას თუ აინტერესებს, მგონი , პოლიტიკოსებს, დიდად არ აინტერესებთ. უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსულ მხარეს ეს სიები სჭირდება“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერდა სამხედრო ტყვეების გაცვლას ომის დასრულებამდე.

„არ არის აუცილებელი რაღაც საყოველთაოდ მიღებული კანონის მიხედვით ვიმოქმედოთ: მაგალითად, ომის დასრულებამდე მოვიცადოთ, ან მეტი დავიჭიროთ… მე ეს არ მესმის”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას არ სურს რუსი ჯარისკაცების ცხედრები თავის ტერიტორიაზე დატოვოს, სურს გადასცეს ისინი დაღუპულთა ახლობლებს.

„მათ (რუსულმა მხარემ) ჯერ უარი გვითხრეს, შემდეგ ტომრები შემოგვთავაზეს… ეს ყველაფერი ასე გამოიყურება… იცით, ძაღლი ან კატა რომ კვდება, ადამიანები მაშინაც არ იქცევიან ასე. ეს არის ნაგვის ტომრები. არ მესმის რას ფიქრობს ხალხი, რას ფიქრობენ ამ ბავშვების მშობლები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც მეომარი ქვეყნის პრეზიდენტისთვის, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია მტრის სახელმწიფოს ჯარისკაცების მიმართაც კი.

“ეს არ არის პირუტყვი. და რატომ არის საშინელება? იმიტომ, რომ თუ ასეთი დამოკიდებულებაა საკუთარი ხალხის მიმართ, მაშინ როგორია დამოკიდებულება ყველას მიმართ? და ჩვენ ნამდვილად არ ვართ “მეგობრები” რუსეთის ხელისუფლებისთვის”, – დასძინა მან.
მანვე აღნიშნა რომ პუტინის გეგმები არასტრატეგიულია, რუსეთი, რა თქმა უნდა ყველაფერს, დაკარგავს – აფხაზეთსაც, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ წამოიყო პუტინმა ომი უკრაინაში.

„მას მრავალვექტორული მიდგომა აქვს რუსეთის საკითხზე, რუსეთის ადგილზე მსოფლიოში, რუსეთის ფედრაციის ლიდერობაზე და ყველა იმაზე, ვინც რუსეთსგან წავიდა და ვისაც აქვს უფლება, იყოს არა რუსეთი. მთელი ისტორიაა აქ: კავკასია კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები — მოლდოველები, უკრიანა კი უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორებია. უკრაინა სახიფათოა ბევრი თვალთახედვით. პირველ რიგში, ეს ეხება რუსული ენის გავლენის დაკარგვას. მან დაკარგა რამდენიმე მილიონი რუსულენოვანი მოსახლეობა. მას სურს, რომ ეს ყველაფერი დააბრუნოს ძალის გამოყენებით. მეორე საკითხი არის უკრაინის წარმატება – გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და მოსახლეობის თვალსაზრისით, ზუსტად იცის, როგორი ხალხიც არის აქ.

ბევრი მიზეზია თუ რატომ იქცევა პუტინი ასე. ამბიცია იმისა, რომ „საბჭოთა კავშირის აღდგენა მინდა“, რამდენხნიანია ეს ამბიცია? რამდენი ხნის სიცოცხლე დარჩა? ნებისმიერ ადამიანს რომელიც 70-80 წლისაა, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს. მგონია, რომ მისი გეგმები არასტრატეგიულია. მისი ეს მთელი მრავალვექტორულობა … აფხაზეთსაც, რუსეთი რა თქმა უნდა ყველაფერს დაკარგავს,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button