მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკიმ შარლ მიშელს „უკრაინის დიდი მეგობარი“ უწოდა

შარლ მიშელი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დაუგეგმავი ვიზიტით უკრაინის დედაქალაქში დღეს დილით ჩავიდა. მიშელი იმყოფებოდა ბოროდიანკაშიც, სადაც რუსების მიერ ჩადენილი უმძიმესი სამხედრო დანაშაულები საკუთარი თვალით ნახა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით დღეს ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს კიევში ვიზიტისთვის და უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა სოციალურ ქსელებში დაწერა და შარლ მიშელთან შეხვედრის ვიდეო გაავრცელა.

ზელენსკის თქმით, მან და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, უკრაინის თავდაცვისა და ფინანსური სექტორის მხარდაჭერა და ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი კითხვარი განიხილეს.

„უკრაინის დიდი მეგობარი – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დღეს კიევშია. განვიხილეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვა და ფინანსური მხარდაჭერა და ევროკავშირის კრიტერიუმებთან შესაბამისად კითხვარზე პასუხები. მადლობა ხალხთან მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის და სოლიდარობისთვის!“, – წერს ტვიტერში ზელენსკი.

ამასთან, ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შინაარსიანი შეხვედრისა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია მიშელისა და ზელენსკის ერთობლივი ბრიფინგი.

მსგავსი პოსტები

Back to top button