მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“, ეს არის კატასტროფის გეგმა უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის-ზახაროვა

მოსკოვში აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ნატო-ს რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტისკენ უბიძგებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, უკრაინა თავისი გეგმით, დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის ნებართვის მიღებას.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინის გეგმის ერთ-ერთი პუნქტი არის მორიგი ისტერიკა უკრაინის ნატო-ში მიწვევაზე, რომელიც ზელენსკის თვალსაზრისით, უნდა იყოს მონდომების მტკიცებულება და აჩვენოს, თუ როგორ ხედავენ პარტნიორები უკრაინას „უსაფრთხოების არქიტექტურაში“.

„ეს არ არის ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“, ეს არის „კატასტროფის გეგმა“ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ “გამარჯვების გეგმა” წარუდგინა ვერხოვნა რადას

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი, „სამშვიდობო გეგმა“, სავარაუდოდ, იგივეა, რაც აშშ-ის გეგმა, ანუ „რუსეთთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე“.

„უკვე ამდენი კვირაა საუბარია რაღაც ეფემერულ „სამშვიდობო გეგმაზე“, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს არის იგივე გეგმა, რაც ამერიკელების – ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე, რომელიც ახლა ზელენსკიმ შენიღბა და უწოდა “სამშვიდობო გეგმა“. როგორც ჩანს, ეს ასეა. სხვა გეგმა არ არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, რთულია კომენტარი გააკეთოს იმაზე, რაც ჯერ არ გაუგია, ან უნახავს და „ალბათ, რაღაცის თქმა შესაძლებელი იქნება, როცა გეგმა სრულად გამოქვეყნდება“.

მსგავსი პოსტები

Back to top button