მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკის ლიკვიდაციის გარდა სხვა ვარიანტი არ დარჩა

კრემლზე უკრაინის დრონებით სავარაუდო თავდასხმის დადასტურება არ შემიძლია ბლინკენი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატით დღევანდელი ტერაქტის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა ვარიანტი არ დარჩა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„დღევანდელი ტერორისტული აქტის შემდეგ, ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება. ის უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. როგორც ცნობილია, ამ აქტისთვის ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება“, – წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.

მანამდე კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმას ცდილობდა, ორი მოწყობილობა მწყობრიდან გამოიყვანეს.

შემთხვევას მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია. პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, მოგვიანებით, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ პრეზიდენტი იმ მომენტში კრემლში არ იმყოფებოდა.

კრემლზე უკრაინის დრონებით სავარაუდო თავდასხმის რამენაირად დადასტურება არ შემიძლია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, მან ნახა მოსკოვის ცნობები უკრაინის მიერ დრონებით კრემლზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ, მაგრამ “მათი რამენაირად დადასტურება” არ შეუძლია.

“უბრალოდ არ ვიცით… ნებისმიერ რამეს, რაც კრემლიდან მოდის, დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი. ვნახავთ რა ფაქტებია. და ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება ან სპეკულირება, როდესაც ფაქტები არ იცი”, – განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის, უკრაინა უარყოფს კრემლზე დრონებით სავარაუდო თავდასხმაზე პასუხისმგებლობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button