მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკის მკვლელობა სამჯერ სცადეს

The Times-ი იუწყება, რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის, სულ მცირე, სამი მცდელობა განხორციელდა.

გამოცემის ცნობით, ზელენსკის მოსაკლავად ორი სხვადასხვა დაჯგუფება იყო გაგზავნილი. ერთ-ერთი მათგანი პროკრემლისტური დაჯგუფება „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული მკვლელები, მეორე კი ჩეჩნური სპეცრაზმი იყო.

მათივე ინფორმაციით,ზელენსკის მკვლელობის მცდელობები რუსული ФСБ-ის თანამშრომელთა წყალობით აღიკვეთა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ომს უკრაინასთან.

„ვაგნერის“ მიერ დაქირავებულმა მკვლელებმა ზელენსკის ლიკვიდაციის მცდელობისას დანაკარგი განიცადეს და გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისინი გაოგნებულები იყვნენ იმით, რამდენად ზუსტად გათვალეს უკრაინელებმა მათი ქმედებები. ასევე შაბათს კიევის მისადგომებთან მოხდა ჩეჩნური სპერაზმის ოპერაციის ჩაშლა, უკრაინელებმა მათი ლიკვიდაცია განახორციელეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button