რეგიონისაქართველოსიახლეები

ზეწოლა სამირა ისმაილოვას ოჯახზე

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, სამირა ისმაილოვას ოჯახზე – არჩევნების დღეს ბოლნისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და თავად ისმაილოვა ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწვდიან.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, არჩევნების ღამეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის წაქეზებით, ისმაილოვას სახლში მიუვარდნენ და კარის შემტვრევას ცდილობდნენ.

ამ დროს ოჯახში იმყოფებოდა მოზარდიც, რომელმაც, ისმაილოვას თქმით, მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.

იმაილოვა ბოლნისის პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წევრს მომხდარის შესახებ რუსთავის განყოფილებაში დღეს გამოკითხავენ.

საარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს შეისწავლის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი, ნინო რიჟამაძე ამბობს, რომ დარღვევებს რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს, რადგან შესაძლოა ზოგიერთი მათგანი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

მოისმინეთ სამირა ისმაილოვას და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” იურისტის, ნინო რიჟამაძის ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button