მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები
ჟენევის მოლაპარაკებებზე უკანონოდ დაკავებულების საკითხს განიხილავენ

ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი დღეს, 30 ივნისს გაიმართება. შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხს განიხილავენ.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო გაუარესებულ სოციალურ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
შეგახსენებთ, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებები აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო და ის ერთადერთი ფორმატია, სადაც რუსეთი და საქართველო ყველაზე აქტუალურ თემებს პარტნიორებთან ერთად განიხილავენ.