ჟურნალ Men’s Health-ის ყდა ტრანსგენდერმა დაამშვენა [Photo/video]

მამაკაცთა პოპულარული ჟურნალის, Men’s Health-ის ყდა ტრანსგენდერმა – 29 წლის მოდელმა, ბენჯამინ მელზერმა დაამშვენა, – გვაცნობებს გამოცემა Mashable.
ცნობილი გახდა, რომ მელზერის ფოტო აღნიშნული ჟურნალის აპრილის ნომრის ყდაზე გამოჩნდება.
სქესის შეცვლამდე ბენჯამინს ივონა ერქვა. იგი რიგით გერმანელ გოგოდ იზრდებოდა, ხოლო 23 წლის ასაკიდან მელზერი ნამდვილ მამაკაცად გარდასახვას შეუდგა. ოპერაციის, ჰორმონალური თერაპიის ჩატარებისა და 3 წლის ვარჯიშის შემდეგ, მისი ტორსი მამაკაცის სხეულისგან არაფრით განსხვავდება. რაც შეეხება მის სექსუალურ გემოვნებას, მელზერი ამტკიცებს, რომ ქალები უყვარს და შეყვარებულიც ჰყავს.
გამოცემა გვაცნობებს, რომ მელზერი დიუსელდორფის მახლობლად ცხოვრობს. კულტურისტმა Men’s Health-ის ყდაზე მისი გამოჩენა იმით ახსნა, რომ მას ტრანსგენდერებისადმი საზოგადოებრივი აზრის შეცვლა სურს და მისნაირ ადამიანებს სიმორცხვის დაძლევაში დაეხმარება.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31485″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]