ჟურნალისტ ეკა კუპატაძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

რადიო ჰერეთის ჟურნალისტის ეკა კუპატაძეს გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.

ეკა კუპატაძე 2014 წლის სექტემბრიდან ჰერეთზე ახალ გადაცემას გეგმავდა. 

ჟურნალისტი 2014 წლის 19 აგვისტოს ავტოავარიით, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

ავტომობილში მასთან ერთად ძმა, დედა იმყოფებოდნენ.

წნორიდან ლაგოდეხში მიმავალი “სუძუკის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. ეკა კუპატაძე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, მისი დედა და ძმა კი მსუბუქი დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს.

ეკა კუპატაძე სხვადასხვა დროს რადიო „ჰერეთში“, ტელეკომპანიებში “Ltv” ,„გურჯაანში“ და “მეცხრე არხში” მუშაობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button