რეგიონი

თომას მიულმანი თელავის მუზეუმში გამოფენას დაესწრო

ავსტრიის ელჩი საქართველოში, მსოფლიოში ცნობილი პაციფისტი ქალისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო.
თომას მიულმანი მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალის, ბერტა ფონ ზუნტერისადმი მიძღვნილ გამოფენაზე თელავის ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდა.

გამოფენა მუზეუმში დღეს გაიხსნა, სადაც ცნობილი ავსტრიელი მწერლის, პაციფიზმის საერთაშორისო აქტივისტი ქალის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ბეჭდური მასალაა გამოფენილი.

ავსტრიის ელჩმა გამოფენა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად დაათვალიერა.
ბერტა ფონ ზუტნერი მეუღლესთან ერთად, ათი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა.

ომისა და მილიტარიზმის ცნობილ კრიტიკოს ქალს, ნობელის პრემია 1905 წელს მიენიჭა და ის გახდა პირველი ქალი ლაურეატი მშვიდობის დარგში და მეორე ქალი ნობელიანტი, მარია სკლოდოვსკა- კიურის შემდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button