მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჟურნალისტების მდუმარე აქცია ბათუმში

ჟურნალისტების მდუმარე აქცია „ლექsosთვის, ძალადობა უნდა დასრულდეს“ გაიმართა ბათუმში. მედიის წარმომადგენლები შეიკირიბნენ ევროპის მოედანზე და მოითხოვეს მოძალადეების დასჯა. ისინი 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

„50 ზე მეტი ჟურნალისტია ნაცემი, მსგავსი არაფერი მახსოვს. მივმართავ ყველას, ნუ დაუშვებთ, რომ ჟურნალისტები გახდნენ დევნის საგანი. ეს მიიღებს შეუქცევად სახეს, ჩვენი პროფესიის გაქრობის ფონზე არავის მოუნდება ამ ქვეყანაში ცხოვრება. ძალიან საშიშია მსგავსი ტენდენციები, რაც ახლა ხდება. ნუ გვდევნით, ნუ გვცემთ და წინასწარ განაჩენს ნუ გამოგვიტანთ როცა გარდავიცვლებით,”- განაცხადა “ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button