მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა
5 ივლისს, ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საუბარია “რუსთავი 2”-ის, “ტაბულასა” და “ნიუპოსტის” ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილე პირებზე, მათ შორის მამაკაცზე, რომელიც “კურიერის” ჟურნალისტს თამარ თათარაშვილს მოპედით განზრახ დაეჯახა.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე – გირაოს.
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.