მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჟურნალისტებზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია-გიორგი გახარია

“მთავარი არხის” ოპერატორზე თავდასხმას ეხმაურება ყოფილი პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი . გიორგი გახარია, ამბობს, რომ ეს “კატეგორიულად მიუღებელია”.

“ჟურნალისტებზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია. მე სამწუხაროდ, არ ვიცი არაფერი, თუ მსგავსი ფაქტი მოხდა, ეს კატეგორიულად მიუღებელია და პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ ოპერატორს და სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ჟურნალისტებს”,-თქვა გიორგი გახარიამ.

ინციდენტი 15 სექტემბერს მოხდა. “მთავარი არხის” ჟურნალისტის ინფორმაციით, ოპერატორი “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

ქართულ ოცნებაში ოპერატორზე ძალადობის ფაქტს უარყოფენ. პარტიის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, ლევან აბლოთია შენობიდან უკუსვლით გადიოდა, რა დროსაც მოაჯირს წამოედო და გადავარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button