მნიშვნელოვანირეგიონი

ჟურნალისტებზე თავდასხმისათვის დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

სგარეჯოში ჟურნალისტებზე თავდასხმისათვის დაკავებულ პირს პატიმრობა შეუფარდეს.

მოსამართლის გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში, რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის მამუკა შაქარაშვილის პატიმრობის მოთხოვნით, სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.

სასამართლო პროცესზე, პროკურორი ამტკიცებდა, რომ დაკავებული ძალადობისკენ მიდრეკილი პირია და არსებობს საშიშროება, რომ ის ჟურნალისტებს ხელახლა გაუსწორდება.

თავად ბრალდებულს, ადვოკატი არ ჰყავდა. მან სასამართლოს თავად მიმართა, აღკვეთოს ღონისძიების გარეშე დატოვება ითხოვა და განმარტა, რომ ძალადობრივი მოქმედებებისკენ, თავად მედიის წარმომადგენლებმა უბიძგეს.

მომსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და შაქარაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა გამოიყენა.

პროცესზე დამსწრე ჟურნალისტებმა სასამართლო დარბაზში მყოფი კიდევ ერთი პირი ამოიცნეს, რომელიც მათი განმარტებით, საგარეჯოში მომხდარი ინციდენტის დროს, პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდათ.

ამოცნობილ პირთან დაკავშირებით, საქმის გამომძიებელმა შესაბამისი ოქმი შეადგინა.

შეგახსენებთ, 6 ივლისს საგარეჯოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პენსიონერებთან შეხვედრის დროს, ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ჟყრნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ფიზიკურად იძალადა, მთავარი არხის ჟურნალისტ, ია გულიაშვილზე, რუსთავი-2 კორესპონდენტ, ნათია წითელაურზე და ტელეკომპანია ” ფორმულას” ოპერატორ, სულხან ჭკადუაზე.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154- ე და 126- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტურ საქმინაობაში ხელის შეშლასა და ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button