მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჟურნალისტი პოლიციამ ქუთაისის მერიაში ძალის გამოყენებით დააკავა

“ქუთაისი თუ დეის” ჟურნალისტი, ბუბა ჩივაძე, რომელიც ქუთაისის მერიაში შიმშილობის დაწყებას აპირებდა, პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. ჩივაძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩივაძე მერის იმ განკარგულებას აპროტესტებდა, რომლითაც ჟურნალისტებს საშვის გარეშე ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა აეკრძალათ.

“მერმა მედიის საშუალებებს აუკრძალა შენობაში გადაადგილება, რაც არაკანონიერია. სწორედ ამიტომ შემოვედი მის კაბინეტში, დაცვის სამსახურმა კი ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, რის გამოც გამოვიძახე პოლიცია და გენერალური ინსპექცია”, – ამბობდა ჩივაძე დაკავებამდე.

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განმარტა რომ ჟურნალისტი ,მერის სამუშაო ოთახში ძალით შეიჭრა და დაცვის პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩივაძე პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button