ჟურნალისტი, რომელმაც პუტინს “მკვლელი” უწოდა, ბოდიშს 2023 წელს მოიხდის [Photo/Video]
ტელეარხ Fox News-ის წამყვანმა, ბილ ორეილიმ, რომელმაც დონალდ ტრამპთან ინტერვიუს დროს პუტინს “მკვლელი” უწოდა, კრემლის მოთხოვნას ბოდიშის მოხდის შესახებ, პასუხი გასცა, – გვაცნობებს The Hollywood Reporter.
“ბოდიშის მოხდის საკითხზე ვმუშაობ, თუმცა ამას დრო დასჭირდება. თუ შეგიძლიათ, ამის შესახებ 2023 წელს მომმართეთ”, – განაცხადა ბილ ორეილიმ.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის გამონათქვამს ყოვლად დაუშვებელი და შეურაცხმყოფელი უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ჟურნალისტის მიერ ბოდიშის მოხდა ურიგო არ იქნებოდა.
4 თებერვალს Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების მოსაგვარებლად მზადაა, მაგრამ გადაცემის წამყვანმა პუტინს “მკვლელი” უწოდა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს და იქვე დასძინა: “ჩვენთანაც ბევრი მკვლელია, გგონიათ, ჩვენი ქვეყანა ობიწოა?”.
[print_gllr id=52867]