“ჟურნალისტიკა თავისუფალი იქნება ჩემი ზემოქმედებისაგან”

ქიბარ ხალვაში მოსამართლე ურთმელიძის განჩინების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით, უნდა მოხსნას კითხვები, თუ როგორი იქნება “რუსთავი 2” მას შემდეგ, რაც ის გადავა საბოლოოდ მათ საკუთრებაში.

ჟურნალისტის კითხვაზე აქვს თუ არა კიდევ ქიბარ ხალვაშს ზონდერი ჟურნალისტების სია, მან უპასუხა, რომ ჟურნალისტი უნდა იყოს ობიექტური.

რუსთავი 2-ის დროებითი მმართველი რევაზ საყევარიშვილი კი ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. ამის შესახებ საყევარიშვილმა თავად ისაუბრა და კოლეგებს ტელეკომპანიაში პირობა მისცა, რომ არც ერთი მათგანი არ დატოვებს სამსახურს.

“რუსთავი 2-ის” ეზოში შეკრებილი არიან ტელეკომპანიის მხარდამჭერები, მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და “ნაცონალური მოძრაობის” წევრები. ისინი საქალაქო სასამართლოს განჩინებას აპროტესტებენ და თვლიან, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, განჩინება გამოქვეყნა. განჩინებაში ურთმელიძე მეხუთე მუხლში მიუთითებს, რომ “შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის დროებით მმართველად დაინიშნოს დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი”.

მეექვსე პუნქტში კი აღნიშნულია, რომ დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების დღესვე, ანუ 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ. მეშვიდე პუნტქტში კი მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა. ურთმელიძე აქვე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება განჩინების გამოქვეყნებისთანავე უნდა აღსრულდეს, ანუ 5 ნოემბერს.

რევაზ საყევარიშვილი ტელეკომპანია იმედის ყოფილი გენერალური დირექტორია, ხოლო დავით დვალი “რუსთავი 2”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button