საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ტურნირის გადამწყვეტ ბოლო ტურში ქართველი მოჭადრაკეები ჩინეთის გუნდს დაუპირისპირდნენ და მეტოქე ორ ნახევრით ერთ ნახევარი დაამარცხეს. გამარჯვება მერი არაბიძემ მოიპოვა.

ხოტენაშვილმა, მელიამ და ბათიაშვილმა კი თავიანთი პარტიები ყაიმით დაასრულეს.
საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა 17 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button