მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კალაძის განცხადებას გმობს

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” თბილისის მერის, კახი კალაძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც მან მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა.

ქარტია ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე.

„ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება არასათანადო გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. აღნიშნული უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. სწორედ მმართველი პარტიის განცხადებებით იქნა წახალისებული 5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და გადავიდნენ საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე”, – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთარ წარდგენაში,გუშინ,20 ივლისს, მედია ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button