მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ავღანეთში რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა

ავღანეთის პროვინცია ბადახშანის მთებში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ინფორმაციას ავღანური მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, ავღანეთში გაუჩინარებული Falcon 10 თვითმფრინავი რუსეთის სამოქალაქო თვითმფრინავების სახელმწიფო რეესტრშია რეგისტრირებული. უწყებაში განმარტავენ, რომ თვითმფრინავი რადარებიდან ავღანეთის საჰაერო სივრცეში ყოფნისას გაუჩინარდა. რადარების ეკრანიდან გაქრა 20 იანვარს ღამით“, – იუწყება რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს პრესსამსახური.
მედიის ცნობით, თვითმფრინავმა კურსიდან გადაუხვია და ტაჯიკეთის საზღვრიდან დაახლოებით 30-40 კილომეტრის დაშორებით მთას დაეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის ოთხი წევრი და ორი მგზავრი. თვითმფრინავი გაია – ტაშკენტი – ჟუკოვსკის ჩარტერულ რეისს ასრულებდა. როგორც რუსული სააგენტო TASS წერს, წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა.

„თვითმფრინავი ეკუთვნის შპს „ატლეტიკ ჯგუფს“ და კერძო პირს. ხომალდი ასრულებდა ჩარტერულ რეისს გაია (ინდოეთი) – ტაშკენტი (უზბეკეთი) – ჟუკოვსკი (რუსეთი) მარშრუტზე”, – განაცხადეს დეპარტამენტში. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტოში აცხადებენ, რომ თვითმფრინავის ძებნა მიმდინარეობს”.

მსგავსი პოსტები

Back to top button