ზინედინ ზიდანი საფრთხის ქვეშაა

მადრიდის “რეალმა“ ჩემპიონატში ზედიზედ მესამე, საერთო ჯამში კი, მიჯრით მეოთხე ფრე ითამაშა. უკანასკნელად, “სამეფო კლუბის“ ისტორიაში ასეთი შედეგი 2006 წელს დაფიქსირდა. საგულისხმოა, რომ იმხანად, მადრიდელთა ღირსებას “რეალის“ ამჟამინდელი თავკაცი ზინედინ ზიდანიც იცავდა.
დედაქალაქელებმა პრიმერას მე-7 ტურში “ეიბარს“ უმასპინძლეს და მხოლოდ ქულა მოიპოვეს. “ზიზუს“ გუნდმა მატჩის დებიუტში მოულოდნელი გოლი გაუშვა – სტუმრები ფრან რიკოს ზუსტი თავურით დაწინაურდნენ. თავური დარტყმითვე უპასუხეს მადრიდელებმაც – კრიშტიანუ რონალდუს ჩაწოდებულ ბურთს გარეტ ბეილი დაუხვდა და ანგარიში 1:1 გახდა. ზიდანმა შესვენებაზე ორი ცვლილება გააკეთა, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ესპანური მედიასაშუალებები უკვე აქტიურად იუწყებიან, რომ ლეგენდარული ფრანგის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩენა-არდარჩენის საკითხი “რეალის“ ხელმძღვანელობის განხილვის თემაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button