მნიშვნელოვანისიახლეები

,,მოსახლეობის აღწერა არჩევნებთან კავშირში არ არის,,-მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება-თოდრაძე

მოსახლეობის აღწერა არჩევნებთან კავშირში არ არის – ჩვენ არავითარ პოლიტიკურ აქტივობაში არ შევალთ, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ 2023 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება, წინასწარი შედეგები კი კვლევის ჩატარებიდან დაახლოებით, 6 თვეში გამოქვეყნდება.

„ჩვენ არავითარ პოლიტიკურ აქტივობაში არ შევალთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ჩვენი თითოეული ქმედება მიმართულია იქით, მომხმარებლებში გავამყაროთ რწმენა, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი, ჩატარებული ნებისმიერი აქტივობა იყოს პოლიტიკურად დაინტერესებული ნებისმიერი პირისგან განყენებული. შესაბამისად, თუ ჩვენ რაიმე კვლევას ჩავატარებთ, ის არავითარ შემთხვევაში არ გახდება საფუძველი არანაირი პოლიტიკური აქტივობისა, შესაბამისად, არჩევნებთან არანაირი შემხებლობა არ გვექნება.

2023 წლის განმავლობაში ჩვენ შემოვიარეთ პრაქტიკულად, ყველა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი და რაიონი. მოვახდინეთ ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირება და იმის განსაზღვრა, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს იქ მუდმივად, დროებით თუ ა.შ. ეს იყო აუცილებელი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ 2024 წელს მოსახლეობის აღწერას შევხვდეთ მომზადებულები. ახლა აქტიურად ვმუშაობთ კითხვარზე და მეთოდოლოგიაზე, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის შესაგროვებლად. აღწერა ჩატარდება ნოემბერ-დეკემბერში. დაახლოებით, 6 თვეში, 2025 წლის ივნისში, წინასწარ შედეგებს გავასაჯაროებთ, შემდეგ კი, აღწერის ჩატარებიდან არაუგვიანეს 18 თვეში, დეტალურ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ,” – განაცხადა გოგიტა თოდაძემ

მანვე განაცხადა რომ პირველი ათი დღის განმავლობაში თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით ჩავატარებთ მოსახლეობის აღწერას და შევაგროვებთ მონაცემებს.
გარდა ამისა თავად ვინც ვერ დარეგისტრირდება, ასეთ ოჯახებს სტატისტიკოსები მიაკითხავენ.
„2023 წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებზე. ეს ითვალისწინებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების ინდენტიფიცირებას და მათში ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სიითი შემადგენლობის განსაზღვრას. 2024 წლის განმავლობაში ჩვენ განვაგრძობთ მოსამზადებელ სამუშაოებს მოსახლეობის აღწერის მიმართულებით. აღწერის ქოლგის ქვეშ იგეგმება სოფლის მეურნეობის აღწერის ჩატარება. აღწერა ჩატარდება 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ და ვმსჯელობთ იმ მიმართულებით, რომ ცუდი ამინდების გამო მაღალმთიან რეგიონებში შეიძლება ადრე მოგვიწიოს აღწერის ჩატარება, როგორც წინა აღწერების დროს არსებული პრაქტიკა იყო. ჩვენ ვგეგმავთ, აღწერა ჩავატაროთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და უარი ვთქვათ ქაღალდის კითხვარის გამოყენებაზე. პირველი ათი დღის განმავლობაში ჩვენ თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით ჩავატარებთ აღწერას და მონაცემები შეგროვდება ამ მეთოდის გამოყენებით, ანუ თითოეულ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, შევიდეს ჩვენს ვებგვერდზე და დაარეგისტრიროს კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია და ვინც ამას არ გააკეთებს, შემდეგ იმ კატეგორიის მოსახლეობას მიაკითხავს ჩვენი სტატისტიკოსები და აღმწერები, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით შეაგროვებენ მონაცემებს“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

შეგახსენებთ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button