სპორტი

ზლატან იბრაგიმოვიჩმა ტყე იყიდა

მილანის შვედმა თავდამსხმელმა 1000 ჰექტარზე გაშლილი ტყე იყიდა და მასში 3 მილიონი ევრო გადაიხადა.

ტყე შვედეთში, ნორვეგიის საზღვართან მდებარეობს და 39 წლის ფეხბურთელისთვის ნადირობის და თევზაობის არეალია.

მილანელი ფორვარდის ოჯახი სტოკჰოლმში ცხოვრობს და ზლატანი შვედეთში ხშირად ჩადის ხოლმე. მათ სახლთან ახლოსაა შვეციის სამეფო ოჯახის ზამთრის რეზიდენციაც.

იბრაგიმოვიჩი, მეუღლე ჰელენთან და 2 შვილთან ერთად ზამთარში ხწორედ ამ ადგილებში ისვენებს. აქვეა ის ახლადნაყიდი ტყეც, სადაც ფეხბურთელი ნადირობით, თეცზაობით და თოვლის მანქანით სეირნობით ხშირად იქცევს თავს.

მომავალი კვირის ოთხშაბათს შვედი გოლეადორი იტალიაში ჩავა, თუმცა შესაძლოა კრიშტიანო რონალდოს „იუვენტუსთან“ თამაში 2021 წლის 6 იანვარს, მიღებული ტრამვის გამო გამოტოვოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button