მნიშვნელოვანისაქართველო

ზონალური პარკირება 1 აგვისტოდან ამოქმედდება

თბილისში ზონალური საათობრივი პარკირება პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზის ქუჩაზე და მის მიმდებარედ ამოქმედდება.

ფასიანი პარკირება  A, B და C ზონებად დაიყოფა – A ზონაში პარკირების საფასური ერთი ლარი იქნება, B ზონაში ორი ლარი, ხოლო C ზონაში სამი ლარი იქნება გადასახდელი.

საათობირივი პარკირება არ გავრცელდება: საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებაზე; შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებზე; ელექტროძრავიან ავტომობილებსა და ტაქსებზე, რომელთათვისაც გამოყოფილია საპარკინგე ადგილები.

ზონალური პარკირების საპილოტე პროექტის ამოქმედება თავდაპირველად ივლისში იგეგმებოდა, თუმცა აგვისტომდე გადაიდო.

მსგავსი პოსტები

Back to top button