ზოოპარკის ტერიტორიაზე ცენტრალური ტყე-პარკის მოწყობას ითხოვენ
“მოვითხოვთ, ზოოპარკის ტერიტორიაზე, დაწესებულების სხვა ადგილზე გადატანის შემდეგ, დაარსდეს ახალი რეკრეაციული ზონა”, – რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, ამ შინაარსის პეტიციაზე ელექტრონული ხელმოწორების შეგროევა დაიწყო.
პეტიციის ადრესატები არიან: თბილისის საკრებულო , საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია.
როგორც ორგანიზაცია “მწვანე მუშტის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ამ დროისათვის პეტიციას ხელი უკვე მოაწერა 4000-ზე მეტმა პირმა.
“13 ივნისის სტიქიისაგან დაზარალებული ვერეს ხეობის გაუსხვისებელი მიწის ნაკვეთებიც უნდა შევიდეს ახალი ცენტრალური ტყე-პარკის შემადგენლობაში”, – ამბობენ პეციტიაზე ხელმომწერე პირები.