ზუგდიდელი საქალაქთაშორისო ტრანსპირტის მძღოლების ნაწილი გაიფიცა
ზუგდიდელი საქალაქთაშორისო ტრანსპირტის მძღოლების ნაწილი გაიფიცა.
ისინი შპს “ალიანსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილი მინი სადგურის გახსნას აპროტესტებდნენ.
მათი ნაწილი გუბერნიის შენობის წინ შეიკრიბა და რეისებს არ ასრულებენ.
“ეს სადგური არის თვითნებურად გახსნილი, ჩვენ წლებია ვმუშაობთ და ამათ საბუთებიც კი არა აქვთ წესრიგში, ვითხოვთ ვ. აკობიამ გააუქმოს,ის რაღაც სადგური და მოგვცენ ნორმალურად მუშაობის საშუალება”,-– ამბობენ გაფიცულები.
აქციის მონაწილეებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და მხარის გუბერნატორი შეხვდნენ.
ისინი მათ საკითხის დეტალურ გარკვევას დაპირდნენ.
თავის მხრივ,შპს “ექსპრეს 77”-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან და “სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან” აქვთ და ფუნქციონირება 15 ივლისიდან დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ პროტესტი აღნიშნულ სადგურზე მძღოლებმა რამდენიმე თვის წინაც გამოთქვეს, მაშინ ამ პროტესტს ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, მძღოლები ამბობენ, რომ ახალი სადგური ფეხით სავალ ტროტუარზეა მოწყობილი, რომელიც საქმიანობას ნებართვის გარეშე აგრძელებს.