მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზა ჩაიხერგა

მესტიაში, სოფელ ლატალთან უხვი ნალექის გამო მთის ნაშალი ჩამოინგრა.

მერის მოადგილის ნელი ნავერიანის თქმით, შემთხვევის ადგილისკენ უკვე მიემართება ტექნიკა.

“ძალიან სველი თოვლი მოვიდა,საერთოდაც ნახევრად წვიმა და ნახევრად თოვლია. ეს იწვევს სწორედ ამ პროცესებს. ადგილზე ტექნიკაა მობილიზებული”, – აღნიშნა ნელი ნავერიანმა.

ამ დროისთვის, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზა ჩახერგილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button