მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.

გვიან ღამემდე, ადგილზე გეოლოგები მუშაობდნენ, რომლებმაც დღეს სპეციალური დასკვნა უნდა გამოაქვეყნონ გზის სრულად აღდგენასთან დაკავშირებით.

„ამ წუთებში, ნებისმიერი ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია და არცერთი მგზავრი და ავტომობილი არ ფერხდება. კლდის დიდ მოცულობას გეოლოგები შეამოწმებენ და, მის დაშლასთან დაკავშირებით, შესაბამის დასკვნას დადებენ“, – აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი.

ადგილზე იმყოფებიან საგზაო დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მობილიზებულები არიან მაშველთა ჯგუფები, რომელთა დახმარებით, სვანეთიდან გადაუდებელი საჭიროების მქონე მოქალაქეები გადმოდიან.

ცნობისთვის, მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე,სოფელ ბარჯასთან კლდე გუშინ დილით ჩამოიშალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button