რეგიონი

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ძმა ემსხვერპლა

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას, ორი ძმა ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილები, რითაც ახალგაზრდები მგზავრობდნენ მდინარეში გადავარდა.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ცხედრები მდინარეში რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად იპოვეს. ავარია ეცერის მონაკვეთთან რამდენიმე საათის წინ მოხდა.
დაღუპულები სოფელ ეცერიდან არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button