მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდი ვაქცინას დღესვე მიიღებს

15 მარტიდან ზუგდიდში ორი ამცრელი კაბინეტი იმუშავებს,-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელი ანზორ ქობალია.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მედიკოსები აიცრებიან.

“”ევექსის” ზუგდიდის კლინიკაში მედპერსონალის ვაქცინაცია ჩატარდება ამ ეტაპზე და თანდათან ჩაერთვება ინფექციური საავადმყოფო და დევნილთა განყოფილება.

დავიწყებთ ჯერ ვინც უფრო მაღალი რისკის ქვეშაა, მაგალითად კოვიდკლინიკებში მომუშავე ექიმებით.

დღეს გვიან ღამით  ვაქცინები ზუგდიდში იქნება.

ჯამში სამეგრელოს რეგიონში დაახლოებით 3 500 ადამიანი უნდა აიცრას, აქ შედის ექიმები, ექთნები, სხვა მედპერსონალი, რაც ეტაპობრივად მოხდება”, – ამბობს ანზორ ქობალია.

ცნობისთვის,ვაქცინაციის დაწყება ქვეყანაში 15 მარტიდან დაიწყება.

თავდაპირველად, მედპერსონალის იმუნიზაციაა დაგეგმილი.

საქართველო უახლოეს პერიოდში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 129 600 დოზა უნდა მიიღოს. ასევე დაგეგმილია ფაიზერ-ის ვაქცინის შემოტანაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button