მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულო დღეს პირველად შეიკრიბა

ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულო დღეს პირველად შეიკრიბა.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები სხდომაზე “თავისუფლება მიშას” წარწერიანი მაისურებით მივიდნენ.

სხდომა ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა გახსნა.

შემდეგ კი უხუცესი წევრი, დეპუტატი კონსტანტინე უბერი უძღვება.

დღეს სხდომაზე უნდა აირჩიონ საკრებულოს სამანდატო და ხმის დამთვლელი დროებითი კომისიები. ასევე, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.

სხდომის დაწყების წინ, ენმ-ის წევრებმა ფეხზე დგომით და ფოტოებით პატივი მიაგეს ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას.

უნმ-ს წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს სიმბოლურად ხელბორკილები გადასცეს,ნიშნად იმისა,რომ მან არჩევნები გააყალბა და აუცილებლად ციხეში მოხვდება.
ზუგდიდის მეხუთე მოწვევის საკრებულოში მმართველ პარტიას უმრავესობა არ აქვს. 22 მანდატით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა” წარმოდგენილი, 20-ით “ქართული ოცნება”, ხოლო 3-ით “გახარია – საქართველოსთვის”.

რადიო თბილისის რეგიონული კორესპოდენტი სამეგრელოში თეა შონიაას ხმა

 

მსგავსი პოსტები

Back to top button