მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციას საქართველოში შეფასებები მოყვა

ველოდებით მტკიცებულებებს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით-კულება

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაცია, საქართველოს გავლით კონტრაბანდის არხის შესახებ, ისევ შეფასებების თემაა თბილისში.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს და ამის უკან როგორც “ნაციონალური მოძრაობა”, ისე უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული პირები დგანან.

მამუკა მდინარაძის ხმა ბრიფინგიდან

ველოდებით მტკიცებულებებს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით.

“ჩვენ რომ არ მოგვეხდინა გავლენა საქართველოზე, სხვა ქვეყნებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსები ცდილობენ სანქციების გვერდის ავლას, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ და რუსეთის მიმართ სანქციების გავლენა მინიმალური იქნებოდა.
ეს ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან. თუ ჩვენ არ შეგვიძლია გავლენის მოხდენა ქვეყანაზე, ვპოულობთ ქვეყანას, რომელსაც ეს შეუძლია და ისე ვმუშაობთ, რომ არ დაეხმარონ რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლით.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებსა და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ ჩვენ გადავწყვეტთ, რა მოვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება”, – თქვა კულებამ.

უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის. ოფიციალური განცხადება 2 დღის წინ გაავრცელა უკრაინულმა მხარემ. საქართველოს ხელისუფლება ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და მტკიცებულებების წარმოდგენას უკრაინის ხელისუფლებისგან მოითხოვს.

“ქართული ოცნების” წევრის ანრი ოხანაშვილის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველოსთან მიმართებაში ხორციელდება არაერთი ბინძური პროვოკაცია.

უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე ოფიციალური კიევი მტკიცებულებებს საქართველოსგან ელოდება.

მმართველი გუნდის წევრი გიორგი ამილახვარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრალდებებთან დაკავშირებით მტკიცებულებები თავად უკრაინულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს.

დმიტრო კულებასა და უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე შეფასებები გააკეთეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. ლევან დავითაშვილი და თეა წულუკიანი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ. მინისტრები უკრაინული მხარისგან კონკრეტულ მტკიცებულებებს ელოდებიან. მათი თქმით, საქართველოს სასაზღვრო კონტროლი ძალიან მაღალ დონეზეა.

ქართული მხარე უკრაინას მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამბობს, რომ დასაბუთების გარეშე ამ ინფორმაციის დაჯერება შეუძლებელია.

“მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის შეფასებით, ეს ის საკითხია, სადაც მტკიცებულებების გარეშე რაიმე დასკვნის გაკეთება ძალიან რთული იქნება. იოსელიანი ასევე ამბობს, რომ კითხვაზე, თუ ვინ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, მიიჩნევს რომ ალბათ იმ მხარემ, რომელმაც ბრალი დასდო ქვეყანას.

გიორგი გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ როდესაც მსგავსი კითხვები და ბრალდებები ჩნდება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მიხეილ დაუშვილის თქმით, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა რომ ქვეყანას უკრაინასთან ურთიერთობა ისეთ დონეზე გააჩნდეს, რომ ასეთი კითხვები არ ჩნდებოდეს.

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად კონტრარგუმენტები უნდა წარუდგინოს. საუბარია უკრაინული დაზვერვის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველო რუსეთთან ფარულად თანამშრომლობს და სამხედრო ორმაგი დანიშნულების ტვირთების კონტრაბანდული გზით გატარებაში ეხმარება.

ხოშტარია თვლის, რომ “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი ქმედებებიდან გამომდინარე, უკრაინის მხრიდან მსგავსი ეჭვები ლოგიკურია.

ანრი ოხანაშვილის, გიორგი ამილახვარის ლევან დავითაშვილის თეა წულუკიანის რომან გოცირიძის ლევან იოსელიანის მიხეილ დაუშვილის ხმა

შეგახსენებთ რომ საქართველოს ხელისუფლება უპრეცენდენტო სკანდალში ეხვევა – უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, „ქართული ოცნების“ გუნდი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ზელენსკის გუნდის თქმით, მსოფლიო სანქციების ფონზე საქართველოს ხელისუფლება პუტინის რეჟიმთან ფარულ გარიგებაში შევიდა და კონტრაბანდული გზით იარაღის წარმოებისათვის საჭირო პროდუქცია რუსეთში საქართველოს გავლით შედის. მათივე მტკიცებით, ქართულ სპეცსამსახურებს მწვანე შუქი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღანელობამ აუნთო.

მსგავსი პოსტები

Back to top button