მნიშვნელოვანირეგიონი

ზუგდიდის ბაზრის თანამშრომლები გარევაჭობის აკრძალვის მოთხოვნით დღესაც შეიკრიბნენ

ზუგდიდის ბაზრის თანამშრომლები გარევაჭობის აკრძალვის მოთხოვნით დღესაც შეიკრიბნენ და რამდენიმე წუთით ცენტრალური ქუჩის გადაკეტვასაც შეეცადნენ.

მათ ადგილობრივ ხელისუფლებას შეახსენეს ერთი კვირის წინ მერის მიერ გაცემული დაპირება, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით მოვაჭრეებთან კონსულტაციას დაიწყებდა.

აქციის მონაწილის ცნობით, თუ ხელისუფლება არ დაიწყებს ამ პრობლემაზე მუშაობას, საპროტესტო აქციებს განაახლებენ.
ბაზრის შიდა ტერიტორიაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ გარევაჭრობის გამო მათ მომხმარებლები არ ჰყავთ. გარდა ამისა, მიაჩნიათ, რომ იმყოფებიან არათანაბარ პირობებში, რადგან თავად ყოვეთვიურად იხდიან გადასახადს სამუშაო ფართის ზომის მიხედვით, გარემოვაჭრეები კი გადასახადისგან თავისუფალი არიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წლებია ეს პრობლემა ხელისუფლების მცდელობების მიუხედავად მოუგვარებელია.
ბაზრის ადმინისტრაციაშიც ირწმუნებიან, რომ არაერთხელ შესთავაზეს გარემოვაჭრეებს სივრცე, სადაც ისინი მუშაობის გაგრძელებას შეძლებდნენ, ასევე იყო ხელსაყრელი წინადადებები გადასახადთან დაკავშირებით, თუმცა არავინ თანხმდება.
3 მაისს მოვაჭრეების აქციაზე ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მივიდა.

მისი თქმით, სავაჭრო ობიქეტის გარე და შიდა ტერიტორიაზე დასაქმებულთა ინტერესების გასათვალისწინებლად, ორივე მხარის მონაწილეობით გაიმართება კონსულტაციები და “ბალანსის დაცვით” მიიღება გადაწყვეტილება.
მერიაში ადასტურებენ,რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, მთავარი ამოცანა კი არის, რომ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არცერთ მხარეს ზიანს არ მიაყენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button