რეგიონი

ზუგდიდის ,,ენმ”-ს ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა

ზუგდიდის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც ,,ენმ-ს” წევრებმა განაცხადეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავასგან ითხოვენ საჯარო შეთანხმებას

ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ზუგდიდის საკრებულოს აპარატისა და აიპების რეორგანიზაცია, კერძო აუდიტის მოწვევა, ზუგდიდის ბიუჯეტის სახელფასო 22 მილიონიანი ფონდის შემცირება და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის დაწესებული გადასახადის გაუქმება.

“პირველ რიგში ჩვენ უარს ვამბობთ ყველანაირ პრივილეგიაზე, სახელმწიფო მანქანებზე, საწვავზე, სატელეფონო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებზე.
ჩვენი მიზანი თანამდებობები არ არის, ჩვენი მიზანი რის გამოც მხარი დავუჭირეთ საკრებულოს თავმჯდომარეს არის შემდეგი:
საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია: საჯარო მოხელეების არა ნეპოტიზმის არამედ კონკურსის წესით დანიშვნა.
ზუგდიდის აიპების სადაც 3000 მდე თანამშრომელი მუშაობს სრული რეორგანიზაცია. კერძო აუდიტის მოწვევა რომელიც შეისწავლის აიპიების მუშაობას, საშტატო შემადგენლობას.
მათ შორის მერიის და საკრებულოს მიერ გამოცხადებული ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების შესწავლა და კორუფციული გარიგებების გამოვლენა.
ზუგდიდის 22 მილიონიანი სახელფასო ფონდის შემცირება და დაზოგილი თანხების სოციალურ და ინფრასტრუქტულ პროექტებში გადასროლა.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის საფასურის გაუქმება.
საკრებულოს ამის ბერკეტი აქვს.
ეს არის საკითხები რომელზეც საჯარო დადებითი პასუხი გვჭირდება გახარიას გუნდისგან . არ მაქვს არანაირი საფუძველი ვიფიქრო რომ საწინააღმდეგოს ფიქრობენ მაგრამ ვთვლი რომ ზუგდიდელებს სჭირდებათ საჯაროდ და გამჭვირვალედ იცოდნენ რაზე უნდა იმუშაოს საკრებულომ და რაში უნდა გადაუხადონ მათ ხელფასები.
სხვანაირად ზუგდიდის საკრებულოს მუშაობა ვერ იქნება ეფექტური და ვერც შედეგის მომცემი, სხვანაირად იმისთვის რომ ჩვენ ზუგდიდელების ფული ვჭამოთ და ქართული ოცნების ტრადიცია გავაგრძელოთ არ ვიზამთ.– განაცხადა ანი წითლიძემ ბრიფინგზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button