რეგიონისაქართველოსიახლეები
ზუგდიდის ლაბორატორიაში, ვირუსის 280 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 619 ნიმუშიდან 280-ზე დადებითი პასუხია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 280-დან 166 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა, 14 – ჩხოროწყუში, 8 – სენაკში, 7 – წალენჯიხაში, 10 – ფოთში, დანარჩენი კი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 152 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 50-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმე, 5-ის კი მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 41 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 1 მძიმე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, 61 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 123 ადამიანი იმყოფება.