მნიშვნელოვანისიახლეები

კომპანია “თელმიკოსა” და “თელასის” შემოწმებას სემეკის სპეციალისტებით დაკომლექტებული ჯგუფი მომდევნო კვირიდან დაიწყებს

კომპანია “თელმიკოსა” და “თელასის” შემოწმებას სემეკის სპეციალისტებით დაკომლექტებული ჯგუფი მომდევნო კვირიდან დაიწყებს.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ თუკი დადგინდა რომ მოქალაქეებმა ზედმეტი გადასახადი გადაიხადეს, ეს დაკორექტირდება და მომდევნო თვის გადასახდელების ანგარიშზე დაჯდება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არასწორ დარიცხვებს ექნება ადგილი, კომპანიები გაორმაგებული თანხით დაჯარიდებიან.

კომპანიების შემოწმების პროცესში ერთვება ენერგო ომბუდსმენი. სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ უკვე დაიწყო მიზეზების შესწავლა და ახსნა-განმარტებებიც გამოთხოვილია. თუმცა ამბობს, რომ პირველადი შეხედვით, ხარვეზი ეხება აღრიცხვიანობის პრობლემას.

ენერგო კომპანიებში შესვლის გადაწყვეტილებას მარეგულირებელ კომისიაში მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილებას უკავშირებენ

და ამბობენ, რომ დეკემბერსა და იანვარში გაზრდილი გადასახადის გამო კომისიაში 100-მდე საჩივარია შესული.

დავით ნარმანიას და სალომე ვარდიაშვილის ხმა

ცნობისთვის, არაერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი მისდის. ამასთან, გასულ წელს სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო “თელასი” 50 000 ლარით, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით დააჯარიმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button