მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდის ლაბორატორიაში 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, 694 ნიმუშიდან 26 ახალი შემთვევა დადასტურდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია: 15 შემთხვევა ზუგდიდში, მათ შორის არის 10 ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტი, 3 დარაჯის კლასტერის კონტაქტია, 1 ცხელებით რუხის კლინიკაში შესული პაციენტის კონტაქტია. 1 შემთხვევა დაფიქსირდა მაღაზია “საგაში”, მიმდინარეობს კვლევა და კონტაქტის მოძიება.

3 შემთხვევა ფოთში, რომელიც ბათუმის კლასტერს უკავშირდება. 4 შემთხვევა ხობში და ის უკვე დაფიქსირებული შემთხვევის პირდაპირი კონტაქტებია. 4 ინფიცირებული კი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის მცხოვრებია.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 186 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 78 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 19 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, მათგან 5 ზუგდიდის მკვიდრია, 1 სენაკში მცხოვრები მოქალაქე, ერთი კი აჭარის რეგიონიდანაა, რომელიც ფოთის კლინიკაში მკურნალობდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button